მეოთხე და მეხუთე დღის რეფლექსია
ჩვენ გაჭირვებას დაემატა ის ,რომ არ იყო ინტერნეტი და ვერ ავტვირთეთ ნამუშევარი გეგმა, მასალა.
ვისწავლე, როგორ გავაკეთო პროექტის გეგმა,როგორ შევაფასოთ პროექტი , რა სტანდარტები და ინდიკატორები გვჭირდება, როგორ დავსვათ მიმართულების მიმცემი კითხვები, როგორ შევაფასოთ პროექტი დაწყებისას, მუშაობის პერიოდში,დასრულებისას
სახალისოა ბუკლეტზე მუშაობა!
ის,რასაც ახლა ვსწავლობთ, აუცილებელია ყველა კარგი მასწავლებლისთვის, მაგრამ აუცილებელია, ფლობდე კომპიუტერს კარგად!
მე, მაგალითად, ძალიან მიჭირს! დავრწმუნდი,კომპიუტერი ადამიანმა უნდა იცოდეს პირველ კლასშივე!
აფერუმ,დათო მასწავლებლის მოთმინებას ამდენი კომპიუტერის ,,კარგად მცოდნე'" მასწავლებლის ხელში!
ძალიან მეცოდება, მაგრამ პროექტის სწავლაც ძალიან მინდა! გაგვიძელით!
პატივისცემით ჟუჟუნა
No comments:
Post a Comment