Sunday, November 24, 2013

მესამე დღე

დღევანდელი დღე იყო ძალზე პროდუქტიული. დავიწყე პროექტის გეგმის გაკეთება, პროექტის სახელწოდება იქნება" გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე".ვისწავლე ,როგორ მივაბა გეგმის ფაილი ფოსტაზე.მიჭირს, მაგრამ ძალიან საინტერესოა.ვისწავლე გამოცემის ნიმუშები-ბუკლეტები.
ტრენერმა დაგვავალა  გეგმა მიზნების ჩათვლით,საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება,გაზეთის მომზადება.

Saturday, November 23, 2013

მეორე დღე

დღეს შევისწავლე ბლოგის შექმნა, დავარქვი ,,ბლოგი რეფლექსიისათვის", გავწევრიანდი ტრენინგის მუშა ჯგუფში, ვისწავლე წერილის მიწერა ჯგუფის წევრებისათვის,წავიკითხე პროექტის გეგმები.
 დღეს შედარებით გამიადვილდა მუშაობა, მაგრამ დათო მასწავლებელს დიდი ენერგია დავახარჯინე,რომ უკეთ გამეგო მასალა!

Friday, November 22, 2013

პირველი დღე

პირველ დღეს ვისწავლეთ პროექტის კეთებით სწავლება.,რა მოდულები აქვს ამ პროექტს, რა არის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,რატომაა საჭირო  პროექტის კეთება მოსწავლეებისათვის საჭირო, როგორ მოვიძიოთ რესურსები, რომელ პორთფოლიოში შევინახოთ, ანუ მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ.
 მე გამიჭირდა  სწავლა,უფრო დაწვრილებით გაცნობა სასწავლო მასალისა,რადგან არ მქონდა ინტერნეტი და კომპიუტერი.   თუმცა მთელი სულითა და გულით მინდა კარგად ვისწავლო,სიახლეა და ამ სიახლეს გამოვიყენებ სწავლებაში!