სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ! დღეს პირველად ავტვირთე ჩემი პორტფოლიო! დიდი მადლობა დათო მასწავლებელს,დიდი ენერგია დავახარჯინე მუშაობის პროცესში! პირობა მივეცი,კარგად შევისწავლი კომპიუტერთან მუშაობას!
არ შეგეშინდეთ,კიდევ დამიძახეთ ტრენინგებზე, ვეცდები,აღარ გაგაწვალოთ მუშაობის დროს!
ინტერნეტი თუ შემოვიდა სოფელში,უკეთესი შედეგი მექნება!
ნახვამდის,მომენატრებით! წინასწარ გილოცავთ ახალ წელს! მრავალს დაესწარით ოჯახთან ერთად! ჯანმრთელობა,ბარაქა,ბედნიერება დაგეკვებოთ!
პატივისცემით ჟუჟუნა
Saturday, December 21, 2013
Saturday, December 14, 2013
მერვე დღე
მოგესალმებით!
წინა მეცადინეობაზე არ ვიყავი ავადმყოფობის გამო,ამიტომ ბოდიშს ვიხდი!
დღეს ვისწავლე ძალიან ბევრი რამე:მსვლელობა და დიფერენცირება,სლაიდშოუს მომზადება, გამოვასწორე ხარვეზები წინა ნამუშევრებში.მადლობა,დავით მასწავლებელო,ყურადღებისა და .დახმარებისათვის!

Saturday, December 7, 2013
მეექვსე დღე
შევისწავლე ბუკლეტის ატვირთვა,ბმულის გაკეთება,გავასწორეთ ხარვეზები, გავიმეორეთ ინტერნეტში მუშაობის წესები.
მეოთხე და მეხუთე დღის რეფლექსია
ჩვენ გაჭირვებას დაემატა ის ,რომ არ იყო ინტერნეტი და ვერ ავტვირთეთ ნამუშევარი გეგმა, მასალა.
ვისწავლე, როგორ გავაკეთო პროექტის გეგმა,როგორ შევაფასოთ პროექტი , რა სტანდარტები და ინდიკატორები გვჭირდება, როგორ დავსვათ მიმართულების მიმცემი კითხვები, როგორ შევაფასოთ პროექტი დაწყებისას, მუშაობის პერიოდში,დასრულებისას
სახალისოა ბუკლეტზე მუშაობა!
ის,რასაც ახლა ვსწავლობთ, აუცილებელია ყველა კარგი მასწავლებლისთვის, მაგრამ აუცილებელია, ფლობდე კომპიუტერს კარგად!
მე, მაგალითად, ძალიან მიჭირს! დავრწმუნდი,კომპიუტერი ადამიანმა უნდა იცოდეს პირველ კლასშივე!
აფერუმ,დათო მასწავლებლის მოთმინებას ამდენი კომპიუტერის ,,კარგად მცოდნე'" მასწავლებლის ხელში!
ძალიან მეცოდება, მაგრამ პროექტის სწავლაც ძალიან მინდა! გაგვიძელით!

Subscribe to:
Posts (Atom)