სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ! დღეს პირველად ავტვირთე ჩემი პორტფოლიო! დიდი მადლობა დათო მასწავლებელს,დიდი ენერგია დავახარჯინე მუშაობის პროცესში! პირობა მივეცი,კარგად შევისწავლი კომპიუტერთან მუშაობას!
არ შეგეშინდეთ,კიდევ დამიძახეთ ტრენინგებზე, ვეცდები,აღარ გაგაწვალოთ მუშაობის დროს!
ინტერნეტი თუ შემოვიდა სოფელში,უკეთესი შედეგი მექნება!
ნახვამდის,მომენატრებით! წინასწარ გილოცავთ ახალ წელს! მრავალს დაესწარით ოჯახთან ერთად! ჯანმრთელობა,ბარაქა,ბედნიერება დაგეკვებოთ!
პატივისცემით ჟუჟუნა
Saturday, December 21, 2013
Saturday, December 14, 2013
მერვე დღე
მოგესალმებით!
წინა მეცადინეობაზე არ ვიყავი ავადმყოფობის გამო,ამიტომ ბოდიშს ვიხდი!
დღეს ვისწავლე ძალიან ბევრი რამე:მსვლელობა და დიფერენცირება,სლაიდშოუს მომზადება, გამოვასწორე ხარვეზები წინა ნამუშევრებში.მადლობა,დავით მასწავლებელო,ყურადღებისა და .დახმარებისათვის!

Saturday, December 7, 2013
მეექვსე დღე
შევისწავლე ბუკლეტის ატვირთვა,ბმულის გაკეთება,გავასწორეთ ხარვეზები, გავიმეორეთ ინტერნეტში მუშაობის წესები.
მეოთხე და მეხუთე დღის რეფლექსია
ჩვენ გაჭირვებას დაემატა ის ,რომ არ იყო ინტერნეტი და ვერ ავტვირთეთ ნამუშევარი გეგმა, მასალა.
ვისწავლე, როგორ გავაკეთო პროექტის გეგმა,როგორ შევაფასოთ პროექტი , რა სტანდარტები და ინდიკატორები გვჭირდება, როგორ დავსვათ მიმართულების მიმცემი კითხვები, როგორ შევაფასოთ პროექტი დაწყებისას, მუშაობის პერიოდში,დასრულებისას
სახალისოა ბუკლეტზე მუშაობა!
ის,რასაც ახლა ვსწავლობთ, აუცილებელია ყველა კარგი მასწავლებლისთვის, მაგრამ აუცილებელია, ფლობდე კომპიუტერს კარგად!
მე, მაგალითად, ძალიან მიჭირს! დავრწმუნდი,კომპიუტერი ადამიანმა უნდა იცოდეს პირველ კლასშივე!
აფერუმ,დათო მასწავლებლის მოთმინებას ამდენი კომპიუტერის ,,კარგად მცოდნე'" მასწავლებლის ხელში!
ძალიან მეცოდება, მაგრამ პროექტის სწავლაც ძალიან მინდა! გაგვიძელით!

Sunday, November 24, 2013
მესამე დღე
დღევანდელი დღე იყო ძალზე პროდუქტიული. დავიწყე პროექტის გეგმის გაკეთება, პროექტის სახელწოდება იქნება" გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე".ვისწავლე ,როგორ მივაბა გეგმის ფაილი ფოსტაზე.მიჭირს, მაგრამ ძალიან საინტერესოა.ვისწავლე გამოცემის ნიმუშები-ბუკლეტები.
ტრენერმა დაგვავალა გეგმა მიზნების ჩათვლით,საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება,გაზეთის მომზადება.

Saturday, November 23, 2013
მეორე დღე
დღეს შევისწავლე ბლოგის შექმნა, დავარქვი ,,ბლოგი რეფლექსიისათვის", გავწევრიანდი ტრენინგის მუშა ჯგუფში, ვისწავლე წერილის მიწერა ჯგუფის წევრებისათვის,წავიკითხე პროექტის გეგმები.
დღეს შედარებით გამიადვილდა მუშაობა, მაგრამ დათო მასწავლებელს დიდი ენერგია დავახარჯინე,რომ უკეთ გამეგო მასალა!

Friday, November 22, 2013
პირველი დღე
პირველ დღეს ვისწავლეთ პროექტის კეთებით სწავლება.,რა მოდულები აქვს ამ პროექტს, რა არის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,რატომაა საჭირო პროექტის კეთება მოსწავლეებისათვის საჭირო, როგორ მოვიძიოთ რესურსები, რომელ პორთფოლიოში შევინახოთ, ანუ მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ.
მე გამიჭირდა სწავლა,უფრო დაწვრილებით გაცნობა სასწავლო მასალისა,რადგან არ მქონდა ინტერნეტი და კომპიუტერი. თუმცა მთელი სულითა და გულით მინდა კარგად ვისწავლო,სიახლეა და ამ სიახლეს გამოვიყენებ სწავლებაში!

Subscribe to:
Posts (Atom)