Saturday, December 21, 2013

დათო მასწავლებელს

სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ! დღეს პირველად ავტვირთე  ჩემი პორტფოლიო! დიდი მადლობა დათო მასწავლებელს,დიდი ენერგია დავახარჯინე მუშაობის პროცესში! პირობა მივეცი,კარგად შევისწავლი კომპიუტერთან მუშაობას!
 არ შეგეშინდეთ,კიდევ დამიძახეთ ტრენინგებზე, ვეცდები,აღარ გაგაწვალოთ  მუშაობის დროს!
ინტერნეტი თუ შემოვიდა სოფელში,უკეთესი შედეგი მექნება!
ნახვამდის,მომენატრებით! წინასწარ გილოცავთ ახალ წელს! მრავალს დაესწარით ოჯახთან ერთად! ჯანმრთელობა,ბარაქა,ბედნიერება დაგეკვებოთ!
                                           პატივისცემით ჟუჟუნა

ჩემი პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, December 14, 2013

მერვე დღე

 მოგესალმებით!
  წინა მეცადინეობაზე არ ვიყავი ავადმყოფობის გამო,ამიტომ ბოდიშს ვიხდი!
 დღეს ვისწავლე ძალიან ბევრი რამე:მსვლელობა და დიფერენცირება,სლაიდშოუს მომზადება, გამოვასწორე ხარვეზები წინა ნამუშევრებში.მადლობა,დავით მასწავლებელო,ყურადღებისა და .დახმარებისათვის!

Saturday, December 7, 2013

მეექვსე დღე

შევისწავლე ბუკლეტის ატვირთვა,ბმულის გაკეთება,გავასწორეთ ხარვეზები, გავიმეორეთ ინტერნეტში მუშაობის წესები.
მეექვსე დღე
  დღეს შევისწავლეთ ,როგორ ავტვირთოთ ბუკლეტი, როგორ გავაკეთოთ ბმული,არ გვეპატიება  ხარვეზები მუშაობაში და ისიც გავასწორეთ, გავიმეორეთ შესწავლილი მასალაც, რაც არ გვახსოვდა(ინტერნეტსი მუშაობა). მივიღეთ დავალებები. დატვირთული დღე იყო.
მეოთხე და მეხუთე დღის რეფლექსია
ჩვენ გაჭირვებას დაემატა ის ,რომ არ იყო ინტერნეტი და ვერ ავტვირთეთ ნამუშევარი გეგმა, მასალა.
 ვისწავლე, როგორ  გავაკეთო პროექტის გეგმა,როგორ  შევაფასოთ პროექტი , რა სტანდარტები და ინდიკატორები გვჭირდება, როგორ დავსვათ მიმართულების მიმცემი კითხვები, როგორ შევაფასოთ პროექტი  დაწყებისას, მუშაობის პერიოდში,დასრულებისას
 სახალისოა ბუკლეტზე მუშაობა!
ის,რასაც ახლა ვსწავლობთ, აუცილებელია ყველა კარგი მასწავლებლისთვის, მაგრამ აუცილებელია, ფლობდე კომპიუტერს კარგად!
მე, მაგალითად, ძალიან მიჭირს!  დავრწმუნდი,კომპიუტერი ადამიანმა უნდა იცოდეს პირველ კლასშივე!
აფერუმ,დათო მასწავლებლის მოთმინებას ამდენი კომპიუტერის ,,კარგად მცოდნე'" მასწავლებლის ხელში!  
  ძალიან მეცოდება, მაგრამ პროექტის სწავლაც ძალიან მინდა! გაგვიძელით!
პატივისცემით ჟუჟუნა

Sunday, November 24, 2013

მესამე დღე

დღევანდელი დღე იყო ძალზე პროდუქტიული. დავიწყე პროექტის გეგმის გაკეთება, პროექტის სახელწოდება იქნება" გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე".ვისწავლე ,როგორ მივაბა გეგმის ფაილი ფოსტაზე.მიჭირს, მაგრამ ძალიან საინტერესოა.ვისწავლე გამოცემის ნიმუშები-ბუკლეტები.
ტრენერმა დაგვავალა  გეგმა მიზნების ჩათვლით,საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება,გაზეთის მომზადება.